სიახლეები
პრემიერის განცხადება - შეფასებები
პრემიერ-მინისტრმა, საარჩევნო ქცევის კოდექსთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსის უმოკლეს დროში მიღებისკენ მოუწოდა . პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ კოდექსს ყველა პოლიტიკური ძალა შეუერთდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში, მშვიდი, კონსტრუქციული და თანაბარი წინასაარჩევნო გარემო უნდა შეიქმნას. მინისტრთა კაბინეტის წევრები სრულად იზიარებენ პრემიერის მოსაზრებას და მიიჩნევენ, რომ სასურველი იქნება ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაიზიაროს გიორგი კვირიკაშვილის და პოზიცია.
Print