სიახლეები
მერაბიშვილის საქმე - გამოხმაურებები
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმდინარე წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო . საქმე, ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის ფაქტს ეხება. როგორც მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ - სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო. პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ევროპის სახალხო პარტია. განცხადება ამის შესახებ, პარტიის ლიდერმა სოციალურ ქსელში გააკეთა.
Print