სიახლეები
ჟენევის მოლაპარაკებები - მხარეთა გამოხმაურებები
რუსეთი, ჟენევის მომდევნო რაუნდის მოლაპარაკებებზე დაძაბულ დისკუსიებს პროგნოზირებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა , 37-ე რაუნდზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების განხილვა იგეგმება. ლავროვის მოადგილე ამბობს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საკითხი კვლავაც აქტუალურია, რადგან ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას მთავარ საფრთხედ აღიქვამენ.
Print