სიახლეები
წულუკიანი სტრასბურგის განაჩენზე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართ მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ეხმაურება . თეა წულუკიანის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით - ვანო მერაბიშვილის მიმართ მისჯილი წინასწარი პატიმრობა, რომელიც 2013 წლის მაისში დაიწყო და 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, კანონიერია. მინისტრისვე თქმით, სტარსბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლოს პირიველი ორი გადაწყვეტილება დასაბუთებულად აქვს გამოტანილი. თეა წულიკიანის განმარტებით, ერთ-ერთი გადაწტვეტილება, რომელიც საქამართლომ 2013 წლის სექტემბერში, პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარის თქმასთან დაკაშირებით მიიღო, ადამინის უფლებათა ევროპულამ სასამართლომ დაუსაბუთებლად ცნო. რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, უწყება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მინისტრის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმე არ გადაიხედება.
Print