
,,აუდიტორია 115"-ის წევრებს დღეს დილიდან უნივერსიტეტის
თვითმმართველობის ოთახის კარი პიკეტირებული აქვთ. ,,აუდიტორია 115"
უნივერსიტეტის თვითმმართველობის ყოფილ პრეზიდენტს
და ყოფილ ვიცე პრეზიდენტს მათი წევრის ფიზიკურ შეურაცხყოფაში
ადანაშაულებს. მომხდარ დაპირისპირებას ადასტურებენ თვითმმართველობის
ყოფილი პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი, თუმცა მომხდარში ,,აუდიტორიის
115"-ის წევრს ადანაშაულებენ. ინციდენტი სათვალთვალო კამერამაც
დააფიქსირა. უნვერსიტეტის ადმინისტრაცია კადრების შესწავლის შემდეგ
მათ გასაჯაროვებას გეგმავს.