საქართველოში, საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის განხორციელება იწყება. შესაბამის შეთანხმებას, ეკონომიკის სამინისტროს, სააგენტოს ორგანიზაცია „ოუფენ ნეტს“ -სა და კომპანია „დეტეკონს“ შორის მოეწერა ხელი. პროექტი, რომელიც „ფონდი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება.