სიახლეები
ემირ ბურჯანაძის მემორიალის გახსნა

ვერაზე, ბაქრაძის ქუჩაზე, ქართველი მხატვრისა და მონუმენტალისტის - ემირ ბურჯანაძის  მემორიალური დაფა გაიხსნა.  ემირ ბურჯანაძის საცხოვრებელ სახლთან მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ. ემირ  ბურჯანაძე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში  მუშაობდა.  შექმნილი აქვს ქართული მხატვრული შრიფტები, გერბები, საფირმო სასაქონლო ნიშნები და ემბლემები. ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდა ქართულ ეროვნულ და რელიგიურ თემებზე. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, იყალთოს საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი.

 

Print