ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი ახალი წლის ღამეს მთელი დატვირთვით იმუშვებს. მინისტრი დავით სერგეენკო დღის ბოლოს ცხელი ხაზისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და ახალი წელი მიულოცა. ჯანდაცვის მინისტრმა ცხელი ხაზის თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მშვიდი წელი უსურვა.