სიახლეები
როდის მოუსმენს პარლამენტი ვახტანგ გომელაურს?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში ვერც დღეს მოუსმინეს. ვახტანგ გომელაურს უწყების საქმიანობის ერთი წელი უნდა შეეჯამებინა. თუმცა, საპარლამენტო დარბაზში უამრავი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ მოხვდა. სამაგიეროდ გაუმართლა მედიას, სუსის ხელძღვანელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ვახტანგ გომელაურმა უნივერსიტეტში ოდეერის ინსტიტუტის არსებობა უარყო. ხოლო პირადი ცხოვრების ჩანაწერების საქმის გამოძიების კონტექსტში კი დადასტურა, რომ პროკურატურასთან აქტიურად თანაშრომლობს.
Print