
საქართველოში ლონდონიდან ბრუნდება პრემიერ-მინისტრი. გაერთიანებულ
სამეფოში გიორგი კვირიკაშვილის მთავარი გზავნილები ქვეყნის
ევრო-ატლანტიკურ კურსს, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, ინოვაციურ
მიღწევებსა და საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების
მონაწილეობას ეხებოდა. დატვირთული დღის წესრიგი ბრიტანეთის საგარეო
საქმეთა მინისტრთან, "ბრითიშ პეტროლეუმის" დირექტორთა და ბრიტანელ
ანალიტიკოსებთან შეხვედრას მოიცავდა.