სიახლეები
სახალხო დამცველის ანგარიში
დეპუტატები სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს უსმენენ. უჩა ნანუაშვილი ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სისტემასა და ძალოვან უწყებაში მიმდინარე პროცესებზე. სახალხო დამცველი ითხოვს, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელიც გააკონტროლებს და გამოიძიებს სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს. ასევე უჩა ნანუაშვილს კითხვები აქვს მოსამართლეთა დანიშვნის და დაწინაურების პროცესთან დაკავშირებით.დღევანდელ მოსმენას კანონმდებლებთან ერთად ესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და განათლების მინისტრის მოადგილე
Print