უცხოეთის ახალი ამბები
რუსეთის ელჩის მკვლელობა

თურქეთის დედაქალაქში, საჯარო ღონისძიებაზე, რუსეთის ელჩს ესროლეს.

ანდრე კორლოვი ერთ-ერთ კულტურულ ღონისძებაზე სიტყვით გამოდიოდა, დარბაზში მსხდომთ შორის მისი მეუღლეც იყო. ახალგაზრდამ, რომელიც დიპლომატს ზურგს უკან იდგა და სხვა დროს ყურადღებას არაფრით მიიქცევდა, მოულოდნელად იარაღი ამოიღო და არაბული შეძახილით რამდენჯერმე ისროლა

“ჩვენ ალეპოში ვიხოცებით თქვენ აქ უნდა დაიხოცოთ”- ეს იყო 22 წლის თავდამსხმელის გზავნილიც და ბოლო სიტყვები.  ის ადგილზე გარდაიცვალა. დაიღუპა ელჩიც. მომხდარიდან რამდენიმე საათში შედგა ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის კონტაქტი და გაირკვა, რომ მხარეები ერთობლივად იმოქმედებენ ტერორიზმის წინააღმდეგ.

 

Print