უცხოეთის ახალი ამბები
სააკაშვილის შესაძლო ექსტრადაცია
უკრაინამ შესაძლოა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოში დააბრუნოს. ინფორმაციას  „უკრაინსკაია პრავდა“ პოროშენკოს ადმინისტრაციაში არსებულ წყარზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით წერს, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლია, თუმცა მისი საქართველოში ექსტრადირების ვარიანტი განიხილება. რედაქციაში განმარტავენ, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის პრეს-სამსახურს უკვე მიმართეს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. არ არის გამორიცხული აღნიშნული თემის ირგვლივ სააკაშვილის პრეს-სამსახურში კომენტარი დღის ბოლომდე გააკეთონ.

Print