უცხოეთის ახალი ამბები
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა
რუსლან ქავთაროვის დაღუპვის შესახებ პანკისის ხეობამ გამთენისას შეიტყო.

34 წლის ახალგაზრდა დუისიდან იყო. საქართველო 2003 წელს დატოვა. პირველად გროზნოში გაემგზავრა,  მოგვიანებით საფრანგეთში,ოჯახთან ერთად, დასახლდა. სირიაში  2014 წელს  ჩავიდა სადაც ეგრეთწოდებული  „ისლამური სახელმწიფოს „ რიგებს შეუერთდა. რუსლან ქავთაროვი სირიაში დაღუპული მეცხრამეტე პანკისელია.

ქავთაროვის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე პანკისის ხეობამ კიდევ ერთი ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი რადიკალურ დაჯგუფებას ორი წლის წინ შეუერთდა. ის პანკისელი მებრძოლის, თარხან ბათირაშვილის რაზმში ირიცხეოდა. ამ დრომდე დაეშის მხარეს იბრძვის მისი ძმა კახა ტოხოსაშვილი...

სოფელ ბირკიანში ჟურნლისტების გამოჩენას ტოხოსაშვილების  პროტესტი მოჰყვა...

არაოფიციალური მონაცემებით, დაეშის რიგებში ამ დროისთვის საქართველოს 120-მდე მოქალაქე ირიცხება.  აჭარა, გურია , ქვემო ქართლი, თბილისი და პანკისის ხეობა - ეს საქართველოში არსებული ეგრეთწოდებული რისკ-ზონებია. პანკისიდან სირიაში 50 ახალგაზრდა იმყოფებოდა, რეგიონიდან ახალგაზრდების გადინება შემცირებულია. შედარებით ცხელ ზონად მიიჩნევა აჭარა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქედან 30 ახალგაზრდა წავიდა. რაც შეეხება ქვემო ქართლს, ექსპერტები ამბობენ, რომ სტატისტიკის დადგენა აქ ყველაზე რთულია, რადგან ახალგაზრდები თავდაპირველად აზერბაიჯანში სამუშაოდ მიდიან, საიდანც თურქეთში, შემდეგ კი სირიაში ხვდებიან...

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში საქართველოს მიმართ მუქარის შემცველი რამდენიმე ვიდეომასალა  გავრცელდა. მათ შორის იყო თამაზ წაღალიძის, ხვიჩა გობაძისა და მურმან პაიჭაძის ვიდეოჩანაწერები. ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

Print