კულტურა
მცხეთის მუზეუმის საგანძურის გამოფენა
დღეიდან ერთი წლის განმავლობაში სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში
მცხეთის საგანძურის ნახვა, ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მცხეთასა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი და ახლა უკვე რესტავრირებული 300 არტეფაქტი ქართლის სამეფოში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა სამარხებშია ნაპოვნი. ოქროსა და ვერცხლის უძველესი სამკაულები, პირადი მოხმარების ძვირფასი ნივთები მუზეუმში იმ დრომდე დარჩება, ვიდრე მცხეთაში შესაბამისი საგამოფენო სივრცე არ გაიხსნება.
Print