კულტურა
გაძლიერებული დაცვის სტატუსი ძეგლებს

სვეტიცხოველი სამთავრო  ჯვრის მონასტერი

იუნესკომ  მცხეთის ისტორიული ძეგლები კაცობრიობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობის მქონე მემკვიდრეობად აღიარა.

მცხეთა ამიერიდან გაძლიერებული დაცვის სტატუსით სარგებლობს. რაც შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც კი,  მონაწილე მხარეებს ავალდებულებს საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა. გადაწყვეტილება ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის კომიტეტის წევრი ქვეყნების მე-11 სხდომაზე მიიღეს.

 

Print