კულტურა
თბილისში 80 000 ხე-მცენარე დაირგვება
10 დეკემბრამდე დედაქალაქში 80 ათასი ხე-მცენარე დაირგვება.

ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა. გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია არა მხოლოდ ქალაქის შემოგარენში, არამედ მის ცენტრალურ ტერიტორიებზეც, სკვერებსა და პარკებში. საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება. სხდომაზე საუბარი შეეხებოდა ვერეს ხეობაში არსებულ მდგომარეობასაც. დავით ნარმანიას განცხადებით, ხეობაში დარგული ხეების 90%-მა გაიხარა, ხოლო ის ნაწილი, რომელიც გახმა, კონტრაქტორი კომპანიის მიერ ნოემბრის პირველ ნახევარში ჩანაცვლდება.

Print