კულტურა
ნიკორწმინდის ტაძარი 1000 წლისაა

ქართული ხუროთმოძღვრების შედევრის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქამა, ილია მეორემ აღავლინა.

უწმინდესმა ქართველ ერს წმინდა ტაძრის 1000 წლისთავი მიულოცა და ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსი აკურთხა. საიუბილეო ღონისძიებებს ადგილობრივებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უამრავი მოქალაქე დაესწრო.

საზეიმო წირვა-ლოცვას მოსახლეობასთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა საგზაო შეფერხებასთან დაკავშირებით მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით,  ნიკორწმინდასთან მისასვლელი გზის გადაკეტვა მის სტუმრობას არ უკავშირდება და მას ასეთი ბრძანება არასდროს გაუცია.

ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, სოფელ ნიკორწმინდაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.  დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის-ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 

Print