კულტურა
Gem Fest 9 აგვისტოს გაიხსნება

ანაკლია 40 000 სტუმრის მოლოდინშია.

მუსიკალური ფესტივალის ჯემფესტის დაწყებამდე 5 დღეა დარჩენილი, მაგრამ ანაკლიასა და განმუხურში სასტუმროებსა და კერძო სახლებში თავისუფალი ადგილის პოვნა თითქმის შეუძლებელია.

ჯემფესტის მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

18 ჰექტარზე გაშენებული საფესტივალო ქალაქის მოწყობა თითქმის დასრულებულია.  ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დაწყებამდე 5 დღე რჩება, სანახაობაზე დასწრების სურვილი 40 ათასზე მეტმა გამოთქვა, 11 ათასამდე ბილეთი უკვე გაიყიდა. მსმენელს, ანაკლიაში 15 ქვეყნიდან ელოდებიან. პროგრამა მრავალფეროვანია და ელექტრონული მუსიკის ყველა მიმდინარეობას აერთიანებს.

ორგანიზატორებმა ჯემფესტის სტუმრების განტვირთვაზეც იზრუნეს. დასვენებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყობა, იქნება საკვები ობიექტები.

კარვების ქალაქი  10 000 ადამიანს დაიტევს, თუმცა კარი მათთვისაც ღიაა, ვინც  ანაკლიაში საკუთარი კარვით ჩავა.

ჯმფესტი 9 აგვისტოს დღის 1 საათზე გაიხსნება. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ 6 დღის განმავლობაში მელომანებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.

 

Print