კულტურა
ეროვნულ პარკში მარკირებული ბილიკი გაიხსნა

 

თბილისის ეროვნულ პარკში ახალი მარკირებული ბილიკი გაიხსნა.

როგორც  გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ,  ეს  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პირველი მარკირებული სალაშქრო ბილიკია, აღნიშნული ბილიკი  ერთმანეთს მამკოდასა და საგურამოს აკავშირებს. ბილიკის გასწვრივ ვიზიტორებისთვის საკარვე ადგილებიც მოეწყო.

სამუშაოებზე  35 ათასი  ლარი დაიხარჯა  და იგი  არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომმა“ შვეიცარიის მისიის ფინანსური მხარდაჭრით განახორციელა.

 

Print