ნაცმოძრაობა პრემიებზე

მინისტრების მოადგილეებმა, 2014 წლის 8 თვის განმავლობაში დანამატისა და პრემიის სახით 1 ასი ათას ლარამდე აიღეს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნადირაშვილის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი სახელფასო დანამატი იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ერგოთ, ყველაზე დაბალი კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს. სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით ნადირაშვილის ბრიფინგს, მმართველი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განმარტებით, 21 000 ლარის ოდენობის დანამატი მან 10 თვის განმავლობაში მიიღო.  როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, ეს არ არის ერთჯერადი დანამატი, არამედ აქ საუბარია 10 თვეზე.

Print