სიახლეები
ნაც. მოძრაობა პრემიებზე

მინისტრების მოადგილეებმა 2014 წლის 8 თვის განმავლობაში დანამატისა და პრემიის სახით 1მილიონ ასი ათას ლარამდე აიღეს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნადირაშვილის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი სახელფასო დანამატი იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ერგოთ, ყველაზე დაბალი კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს.

Print