აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა
Associated Press-ის მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა
საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის
276 ხმა უკვე დააგროვა. მის დემოკრატ მეტოქეს, ყოფილ სახელმწიფო
მდივან ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის
თანამდებობას კი ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი
დაიკავებს.
აშშ-ის ახალი
პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.