უცხოეთი
სირიაში სკოლა დაბომბეს
22 მოსწავლე და 6 მასწავლებელი - სირიაში მორიგი საჰაერო იერიში მსხვერპლით დასრულდა.
იდლიბის სოფელ ჰასზე განხორციელებული ავიადარტყმის შესახებ თავდაპირველად სირიის სამოქალაქო თავდაცის აქტივისტებმა განაცხადეს. მათი თქმით, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. მომხდარს უკვე გამოეხმაურა უნისეფი. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ თუ ეს იერიში მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს უკვე სამხედრო დანაშაულია. მომხდარს ეხმიანებიან მოსკოვშიც.  გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა  სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას საშინელი უწოდა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა აღნიშნული ავიადარტყმები.
Print