უცხოეთი
იტალიაში მიწისძვრას ნგრევა მოყვა
ცენტრალურ იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

პირველი მიწისქვეშა ბიძგები მაჩერატას პროვინციაში დაფიქსირდა. სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდა. მოგვიანებით  კიდევ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან აღმოსავლეთით, 68 კილომეტრში მდებარეობდა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ რომშიც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დანგრეულია რამდენიმე შენობა. როგორც BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა მხოლოდ ოთხმა მათგანმა მიიღო სერიოზული ტრავმები.

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა 2 თვის წინაც მოხდა. 24 აგვისტოს 6.2 ბალიანი სტიქიის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

Print