უცხოეთი
ნიუ იორკის ცენტრში აფეთქება მოხდა
ნიუ იორკში, მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 29 ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით,აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 21.00 საათზე მეექვსე ავენიუს სიახლოვეს მოხდა.

თვითნაკეთი ასაფეთქებელელი მოწყობილობა ამოქმედდა. ოფიციალური უწყებების ვარაუდით, აფეთქება განზრახ იყო ჩადენილი, თუმცა ის ტერორისტულ ხასიათს არ ატარებდა.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ამოიღეს ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზად იქცა. მედიის ცნობით, ის სამზარეულოს მოწყობილობა - სწრაფად ხარშვისთვის განკუთვნილი ქვაბი აღმოჩნდა. CNN წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ამ ნივთისგან იყო დამზადებული - მასზე მავთულები იყო მიმაგრებული, ასევე, ქვაბს ე.წ. სკოჩის მეშვეობით კიდევ ერთი მოწყობილობა ჰქონდა მიკრული.
Print