უცხოეთი
იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა
ძლიერი მიწისძვრა იტალიაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი.  არიან დაშავებულებიც. მიწისქვეშა ბიძგებმა გამოიწვია ნგრევაც.

მოქალაქეების ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის ეპიცენტრი იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან მდებარეობდა. ქალაქების ნაწილი ელექრტოენერგიის გარეშეა დარჩენილი. თვითმხილველთა თქმით, ბიძგები რომელიც 20 წამს გაგრძელდა, რომშიც იგრძნობოდა.

Print