უცხოეთი
ლუიზიანაში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა
ლუიზიანას შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს სამაშველო სამსახურები ქალაქ ბეიტონ რუჟში მეორე დღეა ახორციელებენ.

შტატის გუბერნატორის ჯონ ბელ რაპიდის ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას შესაძლოა, ისტორიული ეწოდოს, რადგან მსგავსი წყალდიდობა ლუიზინას შტატში აქამდე არ მომხდარა.

წყალდიდობამ 40 ათასი შენობა დატბორა. 30 ათასი ადამიანი კი, უსაფრთხო ადგილასაა ევაკუირებული.

Print