რუსული სამხედრო ფლოტი შავი ზღვის აუზში სწავლებას გადის.
სამხედრო მოქმედებების სიმულირება უმეტესწილად წყალქვეშა დარტყმის მოგერიებასა და პრევენციას ემსახურება. უკრაინის საზღვაო წყლებში სევასტოპოლის ყურეში მიმდინარე წვრთნების დროს რუსული სპეც-დანიშნულების რაზმებმა სწრაფი რეაგირების არაერთ ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.
რუსული სამხედრო გენერალიტეტის თქმით აღნიშნული წვრთნები „კავკასუს 2016-ის“ მოსამზადებელი ეტაპია.