უცხოეთი
გერმანიაში უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

თომას დე მაიზიერის განცხადებით, უახლოეს მომავალში სამართალდამცავ სტრუქტურას 15 ათასამდე თანამშრომელი დაემატება. ბერლინში ასევე ორმაგი მოქალაქეობის გაუქმებასა და მიგრანტებზე მონიტორინგის გაძლიერებაზე ფიქრობენ.

მიზეზი გასულ თვეში განხორციელებული თავდასხმებია.

ივლისში ერთი კვირის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით 4 ტერორისტული აქტი განხორციელდა.

Print