უცხოეთი
ყირიმის ე.წ. საზღვართან ვითარება კვლავ დაძაბულია
ვითარება ანექსირებული ყირიმის ე.წ. საზღვართან კვლავ დაძაბულია.

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით ადგილზე დისლოცირებული უკრაინული სამხედრო ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, მიზეზი შესაძლო პროვკაციების თავიდან აცილებაა. ბრალდებებს არ წყვეტს რუსეთის ფედერაცია.

საგარეო საქმეთა უწყების განცხადებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ანექსირებულ ყირიმში დივერსიის მოწყობის მცდელობის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს.

რუსეთის ბრალდებებს ეხმაურება ევროკავშირიც. ფედერიკა მოგერინი ოფიციალური მოსკოვის განცხადებებს არადამაჯერებელსა და არგუმენტაცია მოკლებულს უწოდებს.

Print