უცხოეთი
აფეთქებათა სერია ტაილანდში

საკურორტო ქალაქ ჰუა-ჰინსა და ფუკეტში განხორციელებული სამი თავდასხმის შედეგად,    4  ადამიანი დაიღუპა  18  დაშავდა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ტურისტებიც იყვნენ.

მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მცენარეების ქოთნებში იყო ჩამონტაჟებული. მათი ამოქმედება კი დისტანციურად, მობილური ტელეფონების საშუალებით მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა სეპარატისტი მებრძოლების მიერ არის ორგანიზებული.

ტაილანდის საკურორტო ზონა ტერორისტული თავდასხმის ობიექტი პირველად გახდა

 

Print