უცხოეთი
20 წლის ახალგაზრდა ტრამპ თაუერზე აძრომისას დააკავეს

ნიუ-იორკის პოლიციამ 20 წლის მამაკაცი, ტრამპ თაუერზე აძრომისას დააკავა.

ახალგაზრდა, მანჰეტენზე მდებარე 58  სართულიანი ცათამბჯენის 21-ე სართულზე იყო ასული.

დაკავებული ვირჯინიის მცხოვრები აღმოჩნდა. სამართალდამცველების თქმით, მას დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურდა.

ცათამბჯენში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის მთავარი საარჩევნო შტაბბინაა განთავსებული. ამავე შენობაში ცხოვრობს თავად დონად ტრამპიც. ინცინდენტის დროს ბიზნეს მაგნატი ნიუ-იორკში არ იმყოფებოდა.

 

Print