უცხოეთი
ხანძარი მარსელს უახლოვდება

ტყის მასივი იწვის საფრანგეთში.

მასშტაბური ხანძარი ქალაქ მარსელს უახლოვდება. სტიქია ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებებში გაჩნდა. შედეგად 30-მდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარებს. უსაფრთხო ადგილას ასობით ოჯახია გადაყვანილი.

ვრცელდება ინფორმაცია 20 დაშავებულის შესახებაც. სამაშველო სამუშაოების ხელშესაწყობად მარსელის აეროპორტმა რეისები სხვა აეროპორტში გადაამისამართა.

 

Print