უცხოეთი
დანიის პოლიციამ ირანელი ახალგაზრდა დააკავა

ეჭვმიტანილი აფეთქებით იმუქრებოდა.

ინცინდენტი ქალაქ ნიუ-ბორგში, დევნილთა თავშესაფარში მოხდა.

22 წლის ახალგაზრდა შენობის სახურავზე ავიდა და განაცხადა, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. შემთხვევის დროს დევნილთა თავშესაფარში 500-მდე თავშესაფრის მაძიებელი იმყოფებოდა.

დანიელმა სამართალდამცველებმა შენობის ევაკუაცია მალევე შეძლეს, თუმცა ეჭვმიტანილთან მოლაპარაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა.

22 წლის ირანელი მიგრანტი პოლიციას ჩაბარდა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მის ვინაობას არ ახმაურებენ. გავრელებული ინფორმაციით. ის დანიაში თავშესაფარს რამდენიმე თვე უშედეგოდ ითხოვდა.

 

Print