უცხოეთი
კანადის პოლიციამ ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია განახორციელა
შემთხვევა ონტარიოს პროვინციაში მოხდა.

სამართალდამცველებმა დამნაშავის ლიკვიდაცია საკუთარ სახლში, - სპეცოპერაციის დროს განახორციელეს.

თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.

ის 23 წლის აარონ დრაივერია. პოლიციის თქმით,  დრაივერი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ღია მხარდაჭერას გამოხატავდა.

აღნიშნული ქმედებისთვის ეჭვმიტანილი წარსულში დაკავებულიც იყო.

ადგილობრივი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ განუმარტავთ, თუ სად გეგმავდა 23 წლის ახალგაზრდა  ტერაქტის მოწყობას.

Print