უცხოეთი
მსოფლიო ლიდერები აგვისტოს ომზე

მსოფლიო ლიდერები აგვისტოს ომის მე-8 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით სახელმწიფო მდივანი რუსი სამხედროების ომამდელ პოზიციბზე დაბრუნებას მოითხოვს.

2008 წლის კონფლიქტს ეხმაურება სენატორი რონ ჯონსონი. მისი თქმით, ვაშინგტონი, რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, განაგრძობს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კი საქართველოში რუსული აგრესია მსოფლიოსთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

 

Print