უცხოეთი
საფრანგეთში ორმა მამაკაცმა ეკლესიაში მძევლები აიყვანა
საფრანგეთში ქალაქ სენტ-ეტიენში შეიარაღებული პირები ადგილობრივ ეკლესიაში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს

.შემთხვევა რუენის რაიონში მოხდა. სროლის შედეგად ორივე თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას სამართალდამცავ სტრუქტურაში ადასტურებენ.

მათივე თქმით, მომხდარს ადგილობრივი ეკლესიის მღვდელი ემსხვერპლა. თავდასხმის მომენტში ეკლესიაში 6 პირი იმყოფებოდა. სამართალდამცველები ამ დრომდე შემთხვევის ადგილს იკვლევენ. მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ძალოვან სტრუქტურებში ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

Print