უცხოეთი
იუნხენში მომხდარ სროლებს პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა
მიუნხენის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები ქალაქში დღეს მომხდარ სროლებს ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევენ
. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

მიუნჰენში თავდამსხმელების დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია სავაჭრო ცენტრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ სამ პირს ეძებს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.


Print