უცხოეთი
WikiLeaks-მა თურქეთის ხელისუფლების საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა
საუბარია მმართველი პარტიის ელექტრონულ მიმოწერაზე, რომელიც თითქმის 300 ათასი წერილისა

და ათასობით თანდართული დოკუმენტისგან შედგება.

WikiLeaks- მა წერილები გადატრიალების მცდელობამდე ერთი კვირით ადრე მოიპოვა და მათში ძირითადად საერთაშორისო საკითხებზეა საუბარი.

პუბლიკაციის გამოქვეყნების თარიღმა თურქეთში განხორციელებული წმენდის საპასუხოდ გადმოიწია. ვიკილიქსის ცნობით, მასალების გასაჯაროების შემდეგ ისინი თურქეთის ტერიტორიაზე დაიბლოკნენ. მანამდე კი თურქეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმის ობიექტები იყვნენ.

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წყარო, რომელმაც ორგანიზაციას მასალა გადასცა, არ არის დაკავშირებული არც სამხედრო ამბოხების მცდელობასთან და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან.

Print