უცხოეთი
ავღანელი მიგრანტი მგზავრებს ნაჯახით თავს დაესხა
გერმანიის სამხრეთ ნაწილში მომხდარი თავდასხმის

შედეგად 4-მა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

ქალაქ ვიუერსბურგში მატარებელში ავღანელი მიგრანტი მგზავრებს თავს დაესხა და ნაჯახით ჭრილობები მიაყენა.

17 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე გაანეიტრალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავღანელ ლტოლვილი ტერორისტულ ქსელთან იყო კავშირში. ინფორმაციას არ ადასტურებენ ბავარიის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ჟერარდ   ეკი  ;  ბავარიის ოლქის შსს მინისტრი:

|“გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის რაც ვიცით  ის არის, რომ 17 წლის ავღანელი ბიჭი, რომელიც გერმანულ ოჯახს აღსაზრდელად ჰყავდა მიბარებული, მატარებელში მყოფ მგზავრებს - დანითა და ნაჯახით შეიარაღებული დაესხა თავს. შემთხვევის დროს მატარებელი გაჩერდა. გაჩერების მიზეზი ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. თავდამსხმელი იძულებით გადაადგილებულ პირთა სიაში იყო და გერმანიაში ცხოვრობდა“.

Print