უცხოეთი
„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“
ევროკავშირის კომუნიკაციის  სრატეგიულმა სამსახურმა „ფეიბუკის“ ახალ გვერდი

,,ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ აამოქმედა, სადაც თავმოყრილია ამბები, სახალისო ფაქტები და ვიდოები კრემლის სასარგებლოდ წარმოებული დეზინფორმაციის საჩვენებლად.

ინფორმაცია მარტივია და ფართო მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი, რუსულად და ინგლისურ ენებზე.

ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური მკითხველს სთავაზობს ასევე ყოველკვირეულ ბიულეტენს კრემლის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის შესახებ. ბიულეტენის გამოწერა შეგიძლიათ რუსულად დაინგლისურად. ბიულეტენში გაანალიზებულია სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის მიერ მთელს ევროპაში შეგროვილი დეზინფორმაციის შემცველი სტატიები და ამბები.

Print