უცხოეთი
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა კრახით დასრულდა
თუმცა სტამბოლის ქუჩებში ტანკები ამ დრომდე დგას.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გასული ღამის მოვლენებს სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 754 ადამიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში ჩართულობის გამო დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამთენიისას ანკარაში აფეთქება მოხდა, რომელსაც 20-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გოლბაშის რაიონის გამომძიებლის განცხადებით, საერთო ჯამში გასული ღამის მოვლენების დროს ანკარაში სულ 42 ადამიანი დაიღუპა, მათგან 17 სამართალდამცველი იყო.

დაშავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა როგორც თურქული მედია იტყობინება ყველა დაშავებული ჰოსპოტალშია გადაყვანილი. როგორც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს ქვეყანას უკვე ლეგიტიმური მთავრობა მართავს.

Print