უცხოეთი
თურქეთის გენშტაბის უფროსი გათავისუფლებულია
თურქეთის გენშტაბის უფროსი, გენერალი ჰულუსი აკარი უსაფრთხოების ძალების მიერ გათავისუფლებულია.

ინფორმაციას  CNN Turk ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გენერალი თურქეთის დედაქალაქ ანკარადან ჩრდილო-აღმოსახლეთით მდებარე ავიაბაზაზე იმყოფებოდა. ის სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებმა აიყვანეს მძევლად.

ანკარაში ამბოხის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება გრელდება, თუმცა, როგორც თურქეთის პოლიციის უფროსი აცხადებს, მალე დასრულდება.

Print