უცხოეთი
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 120-ზე მეტი ადამიანია დაკავებული

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების მცდელობისთვის 120-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით,  ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილიდირიმმა განაცხადა.ილდირიმმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას თითქმის სრულად აკონტროლებს.

ცოტა ხნის წინ სტამბოლში ჩავიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. მას ათათურქის სახელობის აეროპორტში ათასობით მხარდამჭერი დახვდა. ერდოღანმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში მყოფი ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება. მან მომხდარში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახური ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. ამას გარდა, ერდოღანმა თურქეთის შეიარაღებულ ძალებში "წმენდა" დაანონსა.

წინასწარი მონაცემებით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს დაიღუპა 17 სამართალდამცველი და ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე. დაუზუსტებელი მონაცემებით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

Print