უცხოეთი
ერდოღანი - სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში მყოფი ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირობას დებს,

რომ სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში მყოფი ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება. ამის შესახებ პრეზიდენტმა სტამბოლის აეროპორტში განაცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოსვლა პირდაპირ ეთერში სახელმწიფო ტელეკომოანია RTR გადასცემდა, რომელმაც მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ აღადგინა.

"ყველა, ვინც დაკავშირბეულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, უმკაცრესად დაისჯება, იმის მიუხედავად, თუ რომელ სტრუქტურებს წარმოადგენენ ისინი", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტს ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ათასობით მხარდამჭერი დახვდა.

ერდოღანმა თურქეთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას "სამშობლოს ღალატი" უწოდა. მისის თქმით, თურქეთის ქუჩებში მილიონობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამოვიდა.

თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახური ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა.

Print