უცხოეთი
ტაქსიმის მოედანზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედროები იარაღს აბარებენ
სტამბოლში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში

მონაწილე სამხედროები ტაქსიმის მოედანზე იარაღს აბარებენ. სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, იარაღი 30-მდე სამხედრომ მას შემდეგ ჩააბარა, რაც მათ შეიარაღებულმა პოლიციამ ალყა შემოარტყა.

ამას გარდა, Associated Press-ის ცნობით, ტაქსიმის მოედნის მახლობლად რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. სტამბოლის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამოსული დემონტრანტები არიან შეკრებული. თურქული მედიის ცნობით, ტაქსიმის მოედანზე მომხდარ შეტაკებას ცოტა ხნის წინ ორი ადამიანი ემსხვერპლა.

Print