უცხოეთი
თურქეთის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი შემოიღეს.
თურქეთის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი შემოიღეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა. ბოლო ინფორმაციით, ანკარასა და სტამბოლში დიდი რაოდენობით სამხედროები არიან მობილიზებული, ქუჩებში ტანკები პატრულირებენ. სტამბოლის თაქსიმის მოედანზე ახლახან სამხედროები მივიდნენ. გადატრიალებაში მონაწილეთა განცხადებით, მათი მიზანი ქვეყანაში საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა და ადამიანის უფლებების დაცვაა. ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიდეოკომენტარი გააკეთა და მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
Print