უცხოეთი
ნიცაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა
სულ მცირე 84 გარდაცვლილი და ასობით დაშავებული

სულ მცირე 84 გარდაცვლილი და ასობით დაშავებული -თავდასხმის ობიექტი ამჯერად საფრანგეთის ქალაქი ნიცა გახდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

18 ადამიანის მდგომარეობა კი კრიტიკულია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქში ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ხალხის მასაში დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა შევარდა. ვრცელდება ცნობა, რომ მძღოლმა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით ცეცხლიც გახსნა. ამ დროისთვის თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

დასავლური მედია წერს, რომ სატვირთო მანქანაში იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.  საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ ტელე- მიმართვაში განაცხადა.

ფრანსუა ოლანდი; საფრანგეთის პრეზიდენტი

‘’საფრანგეთი გარდაცვლილებს გლოვობს. ეს ძალიან მძიმეა, თუმცა, ჩვენ იმ ფანატიკოსებზე ძლიერები ვართ, ვინც თავს გვესხმიან. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თვის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კიდევ 3 თვით გაგრძელდება. ჩვენ უკიდურესი ძალადობის მოწმე გავხდით და ნათელია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამის შემდეგ ჩვენ ვაჩვენებთ რეალურ ძალასა და სამხედრო მოქმედებებს სირიასა და ერაყში.’’

ბენრანდ კაზნევი; საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

ამ დროისთვის 84 ადამიანია დაღუპული, ათობით კი დაშავებული. ამჟამად მიმდინარეობს თავდამსხმელის იდენტიფიკაცია. ჩვენ ბრძოლას ვუცხადებთ ტერორისტებს, რომლებსაც უნდათ, რომ თავს დაგვესხან და ჩვენ წინააღმდეგ ყველაზე ძალადობრივი გზები გამოიყენონ.

Print