უცხოეთი
თურქეთის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორად აჰმედ ჩატაევი სახელდება
იზმირსა და სტამბოლში დაკავებულია 13 პირი.
თურქეთში სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.
პოლიციის თქმით, იზმირსა და სტამბოლში დაკავებულია 13 პირი. სამი მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ აეროპორტის თავდასხმების უშუალო შემსრულებლების იდენტიფიცირებაც მოახერხა, ისინი უზბეკეთის, ყირგიზეთისა და რუსეთში დაღესტნის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.
ადგილობრივი მედია ტერორისტულ თავდასხმაში ჩეჩნურ კვალზეც საუბრობს. სავარაუდო ორგანიზატორად აჰმედ ჩატაევი სახელდება.

სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, 240 ადამიანი კი დაიჭრა.

Print